პროექტი: OUR
FARM პროექტის ავტორი: ბელა ბიტარიშვილი
პროექტის მთავარი თემა: ფერმა და
ფერმაში მცხოვრები
ცხოველები.
პროექტის აქტუალობა:ბავშვებმა
კარგად დაიმახსოვრონ შესწავლილი მასალა,თუ რა ცხოველები
ცხოვრობენ ფერმაში
და როგორია
ესა თუ
ის ცხოველი,სად ცხოვრობენ, რას მიირთმევენ და
ა.შ.
პროექტის მიზნები: ბავშვებმა
ისწავლონ ჯგუფურად
მუშაობა და
შესწავლილი მასალის
გამოყენება.
მონაწილეთა ასაკი:10-11 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:14 დღე
მოსალოდნელი შედეგები:ბავშვები
ერთად შექმნიან
ფერმის მაკეტს,ილუსტრირებულ წიგნებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფერადი ქაღალდები,პატარა სათამაშო
ცხოველები,პლასტელინი,ფერადი ფანქრებიკალამი,ფურცლები....
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):მასწავლებელი გააცნობს
მოსწავლეებს პროექტის
მთავარ იდეას
,აუხსნის მათ
პროექტის მიზანს
და დაყოფს
მათ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს
დაევალება შექმნას
ფერმის მაკეტი
ან ილუსტრირებული წიგნი,რომელშიც
იქნება ფერმის
ცხოველების და
ფერმაში მდგარი
შენობების სურათები.სურათებს თან
უნდა ახლდეს
განმარტებები ინგლისურ
ენაზე.ბავშვები
შეიკრიბებიან,ჯგუფებში
ზოგიერთი მათგანი
გააკეთებს ფერმის
მაკეტს, ზოგიერთი
მათგანი კი
ილუსტრირებულ წიგნს(სურვილის მიხედვით).შემდეგ ამ
ნამუშევრებს მოიტანენ
სკოლაში და
მოეწყობა გამოფენა.ყველა ნამუშევარს მიენიჭება ნომერი,
გამოფენაზე მისულ
მასწავლებლებს საშუალება
ექნებათ მათთვის
ყველაზე კარგი
ნამუშევრის ნომერი
დაწერონ ფურცელზე
და ეს
ფურცელი მოათავსონ
სპეციალურ ყუთში.გამოფენა გაგრძელდება ხუთი დღე.ხუთი დღის შემდეგ
გაიხსნება ეს
ყუთი და
ბავშვები და
მასწავლებელი ნახავენ
თუ რომელმა
ნამუშევარმა დაიმსახურა მეტი მოწონება.
პროექტში მონაწილე
ყველა ბავშვი
დაჯილდოვდება სიგელით,ხოლო გამარჯვებული პროექტის
ავტორები კი
წამახალისებელი პრიზებით.
ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
უცხ.დ.III.8. მოსწავლეს შეუძლია მარტივი წერითი კომუნიკაციის განხორციელება.
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთანთანამშრომლობა.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
უცხ.დ.III.13. მოსწავლეს შეუძლია სასწავლო საქმიანობის ორგანიზება.
უცხ.დ.III.15. მოსწავლეს შეუძლია თანაკლასელებთან, მასწავლებელთანთანამშრომლობა.
უცხ.დ.III.16. მოსწავლეს შეუძლია არსებული რესურსების გამოყენება და ახლის შექმნა.
No comments:
Post a Comment